თბილისში 25 მიწისქვეშა გადასასვლელში სარემონტო სამუშაოები დაიწყო

დედაქალაქის მასშტაბით არსებულ 25 მიწისქვეშა გადასასვლელში სარემონტო სამუშაოები დაიწყო. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. 

როგორც მერიიდან იუწყებიან, სარემონტო სამუშაოებს  შპს „უძრავი ქონება-თბილისი" ახორციელებს. პროექტის ფარგლებში განხორციელდა გადასასვლელების ტექნიკური დათვალიერება და აზომვა, რის შემდეგაც აღირიცხა გადასასვლელებში დაზიანებული პარაპეტები, კიბის საფეხურები, კედლები, ჭერი, ცხაურები, სანათები.

"სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და მათი დასრულების შემდეგ იგეგმება აღნიშნული მიწისქვეშა გადასასვლელების სრულად განათება. ასევე დაგეგმილია ყველა მიწისქვეშა გადასასვლელის აღჭურვა ჩასასვლელის მაჩვენებელი ფირნიშებით. მიწისქვეშა გადასასვლელებში არსებულ ვიდეოკამერებს გაუკეთდებათ ლითონის დამცავი ყუთები. შპს „უძრავი ქონება-თბილისი“ ბოდიშს უხდის ყველა მოქალაქეს მიწისქვეშა გადასასვლელებში შექმნილი შეფერხებისთვის",-აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად