თბილისში 214 საწოლიანი კლინიკა “ღია გული” გაიხსნა

თბილისში კლინიკები "ღია გული" და განახლებულ მე-5 კლინიკური საავადმყოფო გაიხსნა, რომლის ინფრასტრუქტურა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დაათვალიერა.  

შპს № 5 კლინიკური საავადმყოფო და შპს ღია გული 214 საწოლიანია, სადაც  604 თანამშრომელია დასაქმებულია. 

ორივე კლინიკაში ფუნქციონირებს მოზრდილთა და ბავშვთა კარდიოლოგია, კარდიო-ქირურგია, ინტერვენციული კარდიოლოგია, ზოგადი და ლაპარასკოპიული ქირურგია თანამედროვე მიმართულებით, ორთოპედია – ტრავმატოლოგია, მოზარდთა და ბავშვთა ფსიქიატრია, ზოგადი თერაპია, ნევროლოგია, დიალიზი 20 საწოლზე, რეპროდუქციული და ხელოვნური განაყოფიერების კლინიკა, სამეანო-გინეკოლოგია, მიმღები და გადაუდებელი მედიცინა/ ემერჯენსი. 

2014 წელს გაფორმდა ხელშეკრულება "ფედერიკ და ჟან მორისების" ფონდს, შპს № 5 კლინიკურ საავადმყოფოსა და შპს "ღია გულს"  შორის, რომელიც ითვალისწინებს ჩვენს კლინიკაში ყოველთვიურად სხვადასხვა სამედიცინო დარგების წარმომადგენლების, კერძოდ შვეიცარიელი სპეციალისტების ვიზიტებს. 
აღსანიშნავია, რომ ზოგადი და ლაპარასკოპიული ქირურგიის სპეციალისტის პროფესორ პიერ მეიერ ფელიქს ლეონის მიერ განხორციელდა ოთხი ვიზიტი.
ყოველთვიურად დაგეგმილია ენდოსკოპიური მიმართულების, ელექტრო-ფიზიოლოგიური კვლევების და არითმოლოგიის დარგის სპეციალისტების ვიზიტები თბილისში, რაც ასევე ემსახურება ადგილობრივი კადრების ტრეინინგსა და საერთაშორისო დონეზე მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად ჩვენი თანამოქალაქეების მკურნალობას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...