თბილისში 201 674 კილოგრამი უაქციზო თუთუნი აღმოაჩინეს

5 -12 თებერვალს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამართალდარღვევათა გამოვლენის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, თბილისის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ფარგლებში, სულ ამოღებული იქნა აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული 201,674 კგ. უაქციზო თუთუნი. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

აქედან, 14 შემთხვევაში გამოვლენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი, რის შედეგადაც ამოღებულია 57,074 კგ. უაქციზო თუთუნი, ხოლო 3 შემთხვევაში, დადგინდა სისხლის სამართლის დანაშაული, რის შედეგადაც ამოღებული იქნა 144,6 კგ. უაქციზო თუთუნი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად