თბილისს შემოერთებულ ტერიტორიებზე გზის გამწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

თბილისის შემოერთებულ ტერიტორიაზე გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. 

"თბილსერვის ჯგუფის" ტექნიკური დირექტორის ლევან ნაროუშვილის ინფორმაციით, გზები გაიწმინდა  და ტექნიკური მარილი დაიყარა წყნეთში, კიკეთსა და კოჯორში. მისივე თქმით, გზებზე ავტოტრანსპორტი შეუფერხებლად გადაადგილდება.
"საჭიროების შემთხვევაში, "თბილსერვის ჯგუფი" – ს სპეცტექნიკა  მთელი ღამის განმავლობაში იმუშავებს.  რათა მოსახლეობამ შეძლოს უსაფრთხოდ გადაადგილება" –  განაცხადა  ლევან ნაროუშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად