თბილისს არაბთა გაერთიანებული საამიროების დელეგაცია ეწვევა

2015 წლის 18-20 მაისის ჩათვლით, თბილისს, არაბთა გაერთიანებული საამიროების დელეგაცია ეწვევა, ეკონომიკის მინისტრის, სულთან ბის საედ ალ მანსურის (Sultan bin Saeed Al Mansoori) ხელმძღვანელობით. დელეგაციაში ასევე იქნებიან მაღალი რანგის სტუმრები საჯარო და კერძო სექტორიდან, ასევე კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც ტურიზმის, უძრავი ქონების, სოფლის მეურნეობის, საცალო ვაჭრობის, წარმოების, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორებში საქმიანობენ.

დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, სამინისტროს სსიპ მეწარმეთა განვითარების სააგენტოსა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერით, ბიზნეს ფორუმია დაგეგმილი, რომელიც 19 მაისს, სასტუმრო რადისონში გაიმართება.

ბიზნეს-ფორუმის მონაწილეები საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოსა და ქვეყანაში მიმდინარე მსხვილ საინვესტიციო პროექტებს გაეცნობიან. გაიმართება ორმხრივი შეხვედრები საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების კომპანიებს შორის.

აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში, ასევე, მსხვილი საპრივატიზაციო ობიექტებისა და საწარმოების მონახულებაა დაგეგმილი.

კომენტარები
იტვირთება...