“თბილისობის“ ფარგლებში რიყეზე “ახალგაზრდული Live ფესტივალი“ მიმდინარეობს

„თბილისობა 2015“-ის ფარგლებში რიყეზე „ახალგაზრდული Live ფესტივალი“ მიმდინარეობს. 

თბილისის მერიის ცნობით, ღონისძიება 17:00 საათზე დაიწყო და მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.

ფესტივალში მონაწილეობენ ძველი და ახლადშექმნილი ქართული როკ-ჯგუფები. საღამოს დასასრულს კი სტუმრებისათვის DJ-ები დაუკრავენ.

„ახალგაზრდული Live ფესტივალი“ 18 ოქტომბერსაც გაიმართება.

„თბილისობა 2015“ 16 ოქტომბერს „საპატიო თბილისელის“ დაჯილდოებით გაიხსნა და 18 ოქტომბერს გალა-კონცერტით დასრულდება. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად