თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მეხანძრე-მაშველები განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობენ

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი, პრევენციის მიზნით, ძველი თბილისის ტერიტორიაზე მობილიზებულია ხუთი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი.

დამატებულია სამაშველო ჯგუფები მტკვარზე – სამი სწრაფმავალი კატერი თბილისობის ღონისძიებების პერიმეტრზე შეუჩერებლად მოახდენს პატრულირებას. ასევე, დამატებით მობილიზებულია სკუტერი.

„მეხანძრე-მაშველები თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს სასიამოვნო უქმეებს უსურვებენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად