“თბილისობა 2015” – ფოტორეპორტაჟი რიყის პარკიდან

თბილისი წელს „თბილისობის“ დღესასწაულს 36-ედ ზეიმობს. 

დღესასწაულთან დაკავშირებით არაერთი ღონისძიება გაიმართა. დედაქალაქის სხვადასხვა უბანში სოფლიდან ჩამოტანილი ნობათის რეალიზაციის ცენტრი ფუნქციონირებს.
“თბილისობა 2015”-ის ფარგლებში, წელს პირველად გაიმართა კულინარიის ფესტივალი. რიყის პარკში მისულ სტუმრებს საშუალება აქვთ დააგემოვნონ როგორც ქართული, ასევე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული კერძები. რიყის პარკის შედრევანთან კი, ღვინის ქალაქი მოეწყობა. 
რიყის პარკს ოჯახთან ერთად ესტურმა თბილისის მერი დავით ნარმანია. 

„ღონისძიებები დილიდან ძალიან აქტიურად დაიწყო. ცუდი ამინდის მიუხედავად, ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა. საკმაოდ დიდი ინტერესია და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა კმაყოფილი დარჩება. ვულოცავ მთელ თბილისს და სრულიად საქართველოს დღევანდელ ლამაზ დღეს – თბილისობას“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

ფოტოების ავტორი ალეკო შარვაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად