თბილისისა და ერევნის პოლიტიკური სწავლების სკოლების ერთობლივი პლატფორმის ფარგლებში, ტურიზმის განვითარების თემატიკაზე სამუშაო შეხვედრა ჩატარდა

ერევანში ევროკავშირის დელეგაციის მხარდაჭერით, თბილისისა და ერევნის პოლიტიკური სწავლების სკოლების ერთობლივი პლატფორმის ფარგლებში, ტურიზმის განვითარების თემატიკაზე სამუშაო შეხვედრა ჩატარდა, სადაც ორი მეზობელი ქვეყნის ტურისტულ პოტენციალზე,სფეროში არსებულ გამოწვევებზე, პრობლემის გადაჭრის გზებსა და პერსპექტივებზე იმსჯელეს.

შეხვედრები სესიების ფორმატში მიმდინარეობდა,სადაც ტურიზმის სფეროს კვალიფიციურმა ქართველმა და სომეხმა ექსპერტებმა ყურადღება გაამახვილეს შემდეგ საკითხებზე: ტურისტული მდგრადობა, ტურიზმის გავლენების კონტროლი, ინსტიტუციონალური და სამართლებრივი ჩარჩო ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებისთვის. სესიების ფორმატში სამუშაო ჯგუფმა იმსჯელა ხარისხის, ბრენდინგისა და მარკეტინგის საკითხებზეც. მათ შორის, ცნობადობის ამაღლების კამპანიების აუცილებლობაზე. ასევე, ერთობლივი ღონისძიებების განხორციელების პერსპექტივებზე, თუ რა უნდა გაკეთდეს ორივე ქვეყნის პოზიციონირებისთვის ტურიზმის ხელშეწყობის მიმართულებით. ერთ მხრივ, როგორ გაიზარდოს მაღალ შემოსავლიანი სომეხი ტურისტების შემოსვლა ქვეყანაში, ხოლო მეორე მხრივ სომხეთში, მეტი ქართველი ტურისტის რაოდენობა.

ფოკუს ჯგუფის განხილვების შედეგად, უახლოეს პერიოდში, ქართველი და სომეხი ექსპერტები შეიმუშავებენ რეკომენდაციებს ტურიზმის პოლიტიკის განვითარების დოკუმენტის შესაქმნელად, რომელიც ხელს შეუწყობს ორ ქვეყნას შორი ტურისტული ვიზიტების გაძლიერებას.

სასესიო შეხვედრები ,16-17 ნოემბერს, სომხეთის სამთო კურორტ წაღკაძორში გაიმართა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად