თბილისის ზოოპარკში ხვალ უპატრონო ცხოველების გაჩუქების აქცია გაიმართება

თბილისის ზოოპარკში ხვალ უპატრონო ცხოველების გაჩუქების აქცია გაიმართება. აქცია 12:00 საათიდან დაიწყება და მსურველებს მუნიციპალური თავშესაფრიდან გამოყვანილი ლეკვები საჩუქრად გადაეცემათ.

თბილისის ზოოპარკში „შინაური ცხოველების გაჩუქების“ აქცია უკვე მეორედ იმართება და იგი ამიერიდან ყოველ კვირა დღეს გაიმართება.

აქცია „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება“ (GSPSA) და თბილისის მერიის „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო“ ორგანიზატორობით იმართება, უპატრონო ცხოველების გაჩუქების პროგრამის მხარდამჭერები კი არიან: თბილისის ზოოპარკი; კომპანია „ინვეტი“; თბილისის ცხოველთა თავშესაფრები: თბილისის მუნიციპალური თავშესაფარი; GSPSA – ცხოველთა თავშესაფარი; თამაზ ელიზბარაშვილის ცხოველთა თავშესაფარი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...