“თბილისის ზღვაზე” ნაპოვნი გარდაცვლილის, ნოდარ ცხადაძის მკვლელობის საქმეზე 1 პირი დააკავეს

დაკავების ფაქტი “აიპრესს” შსს-ში დაუდასტურეს. თუმცა, ვინ არის დაკავებული არ აკონკრეტებენ.

გუშინ, “თბილისის ზღვაზე” 40 წლმადე კაცი გარდაცვლილი იპოვეს, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ნასროლი რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული.

გუშინვე მედიასთან, “პატრიოტთა ალიანსის” წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა, ემზარ კვიციანმა განაცხადა, რომ გარდაცვლილი ახალგაზრდა კაცი მისი ძმისშვილის მეგობარია. ხოლო მის ძმისშვილს ბექა კვიციანს კი უკვე მეორე დღეა ეძებენ.
“არ ვიცი, არაფერი ინფორმაცია არ გვაქვს იმის გარდა, რომ ორივე დაკარგულები იყვნენ, ორივეს ეძებდნენ. ნოდარ ცხადაძე მოინახა და ბექა ჯერ არ არის მოძებნილი. არაფერი ვიცი, არიან ერთმანეთის ნათესავები, ერთად გაზრდილები და ჩემი ძმისშვილი მისი ბავშვის ნათლიაა. ვერაფერს გეტყვით. ვერსია არ არსებობს. ჩემი ძმისშვილი ამ დრომდე არ გამოჩენილა” – აცხადებს ემზარ კვიციანი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად