თბილისის ზღვაზე 40 წლამდე კაცი გარდაცვლილი იპოვეს.
როგორც “აიპრესს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ამასთან, უწყების ცნობით, გარდაცვლილი 40-წლამდე ასაკის მამაკაცია.