თბილისის შემოგარენსა და რამდენიმე რეგიონში თოვლი მოვიდა (ვიდეო-ფოტო)

საქართველოს რამდენიმე რეგიონსა და თბილისის შემოგარენში თოვლი მოვიდა.

კოჯორში, ტაბახმელაში, ბეთანიასა და წყნეთში გზის სავალი ნაწილის თოვლისგან გაწმენდითი სამუშაოები და ტექნიკური მარილის დაყრა მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23 ნოემბრის ჩათვლით აღმოსავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი, ღრუბლიანი და ნალექიანი ამინდი, დასავლეთ საქართველოში კი დღეიდან ისევ უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

რაც შეეხება დედაქალაქს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 22-23 ნოემბერს თბილისის ცალკეულ უბნებში შესაძლოა, თოვლიც აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში 0, +2, დღისით კი +2, +4 გრადუსი იქნება.

ამასთან, facebook-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა თიკო ჩიბურიძემ “აიპრესს” ვიდეო და ფოტომასალა მოაწოდა, სადაც ჩანს თუ როგორ თოვს თიანეთში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად