თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით უჯმაჯურიძე გარდაიცვალა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, დავით უჯმაჯურიძე გრდაიცვალა. ინფორამციას საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

დავით უჯმაჯურიძე თბილისის მუნიციპალიტეტის VI მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გახლდათ. 2004/2008 წლებში ის საქართველოს VI მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.

დავით უჯმაჯურიძე აქტიურად მონაწილეობდა მუნიციპალიტეტის მუშაობაში. ის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის და სატრანსპორტო საკითხთა კომისიის წევრი იყო.

კომენტარები
იტვირთება...