თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას გამოკითხვა იწყება

თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრ მოსამართლესთან, სამაუწყებლო კომპანია “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამია გამოკითხვა იწყება.

ნიკა გვარამის დღეს 11:00 საათზე სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იყო დაბარებული. თუმცა, მან უაროი განაცხადა უწყებაში მისვლაზე და მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება.

ცნობისთვის, სუს-მა ნიკა გვარამია, Facebook-ზე დაწერილი სტატუსის გამო, გამოკითხვაზე დაიბარა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ნიკა გვარამიამ Facebook-ზე სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც წერს: უზურპატორი, თავის ხუნვეიბიენებიან (პოლიცია) და მანქურთებიანად (ოცნების მომხრეები), უნდა დ ა ვ ა მ ხ ო თ !

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად