თბილისის საქალაქო სასამართლო პოლიტიკურ პარტიებს დეზინფორმაციის გავრცელებისაგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს

თბილისის საქალაქო სასამართლო ოპოზიციური პარტიების მიერ გოგი წულაიას პატიმრობაზე გავრცელებულ ერთობლივ განცხადებას პასუხობს.

“სასამართლო განმარტავს, რომ სქესობრივი ძალადობით ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილი) დანაშაულის შესაძლო ჩადენისათვის სასამართლომ ბრალდებულების მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახედ გასულ წლებში პატიმრობა გამოიყენა. მცდარია და სიმართლეს არ შეესაბამება განცხადებაში აღნიშნული მოსაზრება, რომ მოცემული სახის დანაშაულის შესაძლო ჩადენისათვის აღკვეთი ღონისძიების მკაცრი ფორმა – პატიმრობა არასდროს გამოყენებულა.

2019-2021 წლებში აღნიშნული ბრალდებით თბილისის საქალაქო სასამართლოში შემოვიდა 7 შუამდგომლობა, საიდანაც მოსამართლის განჩინების საფუძველზე 6 შემთხვევაში ბრალდებულის მიმართ გამოყენებულ იქნა პატიმრობა, ხოლო ერთ სისხლის სამართლის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების შუამდგომლობის განხილვის ეტაპზე მხარეებს შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, სადაც ბრალდებულს სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა.” – ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოში.

შეგახსენებთ, ოპოზიციური პარტიების განცხადებაშ ნათქვამია: ” ჩვენ ძალიან სერიოზულად ვუდგებით ნებისმიერ ბრალდებას ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ. ამ განცხადებით არ ვაპირებთ ავტომატურად
ეჭვ ქვეშ დავაყენოთ მომჩივანის მიერ გამოთქმული ბრალდებები, მაგრამ ის ფაქტი რომ პროკურატურის მოთხოვნით და მორჩილი სასამართლოს დასტურით, გოგი წულაიას აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა როცა ანალოგიური ბრალდებების დროს პრაქტიკულად არასდროს აღმკვეთი ღონისძიების ეს ფორმა არ გამოიყენება, უდავოდ მიუთითებს შერჩევით სამართალსა და ხელისუფლების პოლიტიკურ მოტივზე.

ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს რამდენად საშიშია ქართული ოცნების ხელისუფლება საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, რადგან ის ემსახურება ოლიგარქის ოჯახის პირად ინტერესებს და მზადაა შურისძიების იარაღად იქცეს სწორედ ამ ოჯახის წევრთა ხელში.

სრულ განცხადება შეგიძლიათ ნახოთ აქ: ოპოზიციური პარტიები გოგი წულაიას პატიმრობაზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...