თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დაპირისპირება მოხდა

ლადო სადღობელაშვილსა და ვაზაგაშვილის პროცესზე მოსულ მოქალაქეებს შორის, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა – ამის შესახებ "აიპრესის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება. 

სადღობელაშვილმა სასამართლო დარბაზთან მისულ მოქალაქეებს, მკვლელების მხარდამჭერები უწოდა, რასაც მათი მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. კონფლიქტი სამართალდამცავების ჩარევის შემდეგ განიმუხტა. სადღობელაშვილი და მისი მხარდამჭერები სასამართლო დარბაზს გაარიდეს. პროცესი რამდენიმე წუთში დაიწყება. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...