თბილისის სამხატვრო აკადემიაში ქრისტიანული წიგნის ილუსტრაციაზე კონკურსი ტარდება

თბილისის სამხატვრო აკადემიაში ტარდება კონკურსი ქრისტიანული წიგნის ილუსტრაციაზე, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ნებისმიერ სტილში და მასალაში მომუშავე ახალგაზრდებს.

კონკურსის მიზანია, ახალგაზრდა ხელოვანებს გააცნოს ქრისტიანული მსოფლხედვის უმთავრესი პრინციპები და დაეხმაროს მათ ამ თემატიკის მხატვრული გადაწყვეტის ახალი, ორიგინალური, თანამედროვე მიდგომების ძიებასა და აღმოჩენაში. ამ ნიშნით კონკურსი არის პირველი პრეცენდენტი საერო და საეკლესიო ხელოვანთა ერთობლივი მუშაობისა;

ამავდროულად, მას თან ახლავს საგანამანათლებლო პროგრამა – თეოლოგიური და სახელოვნებო ლექციები:

ქრისტიანული მსოფლხედვა (თეიმურაზ ბუაძე)
ბიბლიურ ფასეულობათა სისტემა (გიორგი გვასალია)
ქრისტიანული ხელოვნება (ანა მგალობლიშვილი)
იკონოგრაფია (თ. ინწკირველი)
და ცნობილი მხატვრების: ლევან ჭოღოშვილის, დათო სულაკაურის, გოგა მაღლაკელიძის მასტერკლასები. კონკურსის ბოლოს მოეწყობა გამოფენა.

საპრიზო ფონდი: 1 ადგილი =2000ლ; 2 ადგილი (ორი) =1000ლ.; 3 ადგილი (ორი) =500 ლარი.

გამოიცემა და გაიყიდება გამარჯვებული ნამუშევრებით გაფორმებული წიგნი. წიგნის სახელწოდებაა „ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ცხოვრება“.

კონკურსის სახელწოდებაა „დ. თუმანიშვილის სახელობის კონკურსი „განახლება“; ხანგრძლივობა – 10.11.19-25.03.20. კონკურსში მონაწილეობა უფასოა.

მონაწილეთა ასაკი შეზღუდულია 18-40 წლამდე.

კონკურსს აცხადებენ:

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან არსებული ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრი,
ა(ა)იპ „ფასეულობათა კვლევის საზოგადოება“,
სსიპ აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია.
პარტნიორები და ფინანსური უზრუნველყოფა:

შპს გამომცემლობა „მერიდიანი“,
ა(ა)იპ „საზოგადოება ივერიისა“,
შპს „ჯი ემ თი სასტუმროები“.

https://www.facebook.com/Ganakhleba/

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად