თბილისის საკრებულოსთან მიმდინარე აქციაზე ნაგვის ურნა მიიტანეს (ვიდეო)

თბილისის საკრებულოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციაზე იმყოფებიან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” და მოძრაობა “შეცვალეს” წევრები.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ “მონებო!” “მონებო”. აქციის მონაწილეები ითხოვენ საკრებულოს დეპუტატების დასჯას, რომლებიც ლევან ხაბეიშვილს 23 იანვარს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

აქციის მონაილეებმა, თბილისის საკრებულოსთან ნაგვის ურნა მიიტანეს, სადაც იმ დეპუტატების ფოტოები გააკრეს, რომლებიც ლევან ხაბეიშვილს დაუპირისპირდნენ.

ცნობისთვის, თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის სხდომაზე პარასკევს, 24 იანვარს დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც თბილისის საკრებულოს წევრი, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ლევან ხაბეიშვილი დაშავდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად