თბილისის საკრებულოში დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი შევიდა

თბილისის საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტის გადამუშავებულ ვერსიასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს 10 დეკემბერს დაუბრუნდა.  მისივე განცხადებით, გადამუშავებული ვერსია პირველადთან შედარებით 56 მილიონი ლარით არის გაზრდილი და  927 მილიონ 631 500 ლარს შეადგენს.

მინდა ოპოზიციის გასაგონად ვთქვა, რომელიც ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ბიუჯეტი არსებულზე ნაკლებია და არ ასახავს დედაქალაქის მოსახლეობის განწყობას და გამოწვევებს. ამასთან, მინდა ხაზგასმით განვაცხადო, რომ ის რეკომენდაციები, რომლებიც დედაქალაქის საკრებულოს უმრავლესობას გვქონდა ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით, მაქსიმალურად არის გათვალისწინებული,“- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

მან იმ კონკრეტულ მიმართულებებზე ისაუბრა, რომელსაც ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს. კერძოდ:

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და აღდგენა – 98 509.6 ათასი ლარი. თუმცა, ირაკლი ზარქუას თქმით, ეს არ არის საბოლოო ციფრი და მიმდინარე წლის ბიუჯეტში მოხდება ცვლილება. მისივე თქმით.   სახელმწიფო ბიუჯეტიდან მივიღებთ დაახლოებით 170 მლნ ლარს და ჯამში სატრანსპორტო მიმართულებით დარჩენილ თვეებსა და მომავალ წელს დაიხარჯება დაახლოებით 262 მლნ ლარი. როგორც საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსოსაბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, ეს უპრეცენდენტო მატებაა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაფინანსების კუთხით.

აქამდე ამდენი თანხა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისთვის არასოდეს დახარჯულა. ეს კეთდება გამიზნულად, რადგან ჩვენთვის მთავარი ამოსავალი წერტილი არის ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტიგამოიცვლება ბოგდანის ყვითელ ავტობუსები, რომლისთვისაც წინა ხელისუფლებამ თავის დროზე მილიონები დახარჯა და ეს მოძველებული, გამოუსადეგარი სატრანსპორტო საშუალებები შემოიყვანა დედაქალაქში,“- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

მისივე ინფორმაციით, იზრდება დაფინანსება ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობაზე, ექსპლოატაციასა და ავარიული შენობების გამაგრებაზეპრიორიტეტის ფარგლებში, გამწვანების ღონისძიებები იზრდება 6 მლნ ლარით, მათ შორის იგეგმება დიღმის ჭალების პარკის მოწყობის დაფინანსება.           2019 წლის ბიუჯეტში შენარჩუნებულია ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის ყველა პრიორიტეტული პროგრამა და ამ მიზნით გამოყოფილია 192 254,6 ათასი ლარი.

ბიუჯეტის პროექტი მაქსიმალურად ითვალისწინებს  საკრებულოს  რეკომენდაციებს  და   პასუხობს  გამოწვევებს. ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ ერთ წელში ყველა პრობლემა მოგვარდება, თუმცა შევეცადეთ, მაქსიმალურად აგვესახა ყველა პრობლემის დაფინანსება და ყველა სოციალური პროგრამების დაფინანსება,“- განაცხადა საკრებულოს წევრმა.

როგორც ირაკლი ზარქუამ აღნიშნა, ბიუჯეტის პროექტის  გადამუშავებული ვერსია არ არის საბოლოო. მისი თქმით, წლის განმავლობაში ცვლილებები მოხდება და დედაქალაქის ბიუჯეტი მილიარდ ლარს გადააჭარბებს.  

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად