A1 ბანერი

თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, k2 კოეფიციენტის მატება აღარ მოხდება

თბილისის საკრებულომ k2 კოეფიციენტების მატების აკრძალვაზე მიიღო გადაწყვეტილება. ამ ინიციატივას 35-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი და 3 წინააღმდეგი იყო.

თბილისში განსაზღვრულზე მაღალ შენობებზე ნებართვა აღარ გაიცემა. კოეფიციენტების გადაჭარბება და გაზრდილი K2-ის გაყიდვა აიკრძალება . პრაქტიკა, რომელიც 2005 წლიდან გრძელდება, აღიკვეთება და ეს რეგულაცია გავრცელდება ყველა ნებართვასა და გრგ-ზე, რომლიც რეგულაციის ამოქმედების მომენტიდან იქნება წარმოებაში მიღებული.
K2 მიწის ნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტია, რომელიც გვიჩვენებს რა მოცულობის შენობის აგებაა დასაშვები. ამის გამოსათვლელად სპეციალური ფორმულა არსებობს. პრობლემა კი იმაშია, რომ როგორც სპეციალისტები ამბობენ, წლების განმავლობაში ხდებოდა ნებართვების გაცემა დასაშვებზე დიდი მოცულობის შენონების ასაშენებლად.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...