თბილისის საკრებულომ სამგორის რაიონის გამგებლად კახა სამხარაძე დაამტკიცა

თბილისის საკრებულოს სხდომაზე სამგორის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე კახა სამხარაძის კანდიდატურა განიხილეს და მხარი დაუჭირეს. ინფორმაციას საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს

კანდიდატურა დეპუტატებს თბილისის მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა წარუდგინა. მან კახა სამხარაძის სამუშაო გამოცდილებაზე და მის საქმიანობაზე ისაუბრა. საკრებულოს წევრებმა კახა სამხარაძეს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად