თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო წელი 16 სექტემბერს დაიწყება-პროცედურები

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღები მუშაობას 16 სექტემბერს განაახლებენ.

სააღმზრდელო წლის დაწყებამდე ათი დღით ადრე, მშობლებმა საჭირო დოკუმენტაცია უნდა წარუდგინონ საბავშვო ბაგა-ბაღის ადმინისტრაციას. საჭირო დოკუმენტებია:

დაბადების მოწმობის ასლი
2 ფოტოსურათი ( ბიომეტრიული)
ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობა
მშობლების პირადობის მოწმობის ასლი.

მშობლებს, რომლებმაც ვერ მოახერხეს ბავშვების დარეგისტრირება ბაღებში, შეუძლიათ სასურველ ბაღში დაწერონ განცხადება სარეზერვო სიაში მოხვედრის თაობაზე. თავისუფალი ადგილების გაჩენის შემთხვევაში, რეგისტრაცია მოხდება რეზერვის სიის მიხედვით.

ამასთანავე, ბაღებში, სადაც ზაფხულის განმავლობაში მიმდინარეობდა მასშტაბური სარეაბილიტაციო თუ სარეკონსტრუქციო სამუშაოები, შესაძლოა, სააღმზრდელო პროცესის დაწყების თარიღი შეიცვალოს. კონკრეტული თარიღების თაობაზე, გთხოვთ, მიმართოთ ბაგა-ბაღის ადმინისტრაციას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად