თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 23 სექტემბერს გაიხსნება

ამის შესახებ, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საკრებულოში დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ფესტივალს დაემატა არტ-მარკეტი. გარდა ამისა, ბრიტანული სეზონის ფარგლებში ხუთი სპექტაკლი იქნება წარმოდგენილი, მათ შორის ფესტივალის პირველი კო-პროდუქცია ბრიტანეთის საბჭოსთან, ხოლო თბილისობას, 6 ოქტომბერს, ფესტივალი საჰაერო თეატრს წარმოადგენს. თქვენ იცით, რომ თბილისობა 5-6 ოქტომბერს გაიმართება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ფესტივალის ფარგლებში ქართულ სპექტაკლებთან ერთად წარმოდგენილი იქნება ბრიტანეთის, გერმანიის, ლიტვის, შვეიცარიის, ისრაელის, იტალიის, ესპანეთის, უკრაინის და ბელარუსის დასების მიერ წარმოდგენილი სპექტაკლები.

“ქართულ სპექტაკლებთან ერთად წარმოდგენილი იქნება ბრიტანეთის, გერმანიის, ლიტვის, შვეიცარიის, ისრაელის, იტალიის, ესპანეთის, უკრაინის და ბელარუსის დასების მიერ წარმოდგენილი სპექტაკლები.” – განაცხადა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად