თბილისის საბავშვო ბაღებში სახლიდან წაღებული ნივთების შეტანა აიკრძალა

საქართველოში კორონავირუსის გავრცელებს პრევენციის მიზნით საბავშვო ბაღებში სწავლე ამ დრომე არ დაწყებულა. სავარაუდოდ ბაღებში სწავლა 1 ოქტორმბრიდან დაიწყება. ამის შესახებ გადაწყვტილება კი მთავრობის მიერ შექმნილმა საკოორდინაციო საბჭომ უნდა მიიღოს.

სწავლის დაწყებამდე თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში საბავშვო ბაღებისთვის მკაცრი რეგულაციები შეიმუშავა, რომლის მიხედვით ბაღის შენობაში მშობლებს არ შეუშვებენ; თბილისის საბავშვო ბაღებში ბავშვებს ინდივიდუალური ჩანთები დაურიგდებათ, რომლებშიც სხვადასხვა მეთოდური მასალა (ფანქრები, მაკრატლები, პასტელები და სხვა) იქნება მოთავსებული; კატეგორიულად იკრძალება სახლიდან წაღებული ნივთების საბავშვო ბაღში შეტანა.

“უსაფრთხოების ზომების გაძლიერების მიზნით, ბაღის შენობაში მშობლებს არ შეუშვებენ – ბავშვს შენობის შესასვლელთან დახვდება ეკიპირებული თანამშრომელი, რომელიც აღსაზრდელს მის ჯგუფამდე მიაცილებს, სადაც მას აღმზრდელი გადაიბარებს. ბაღში მომუშავე ყველა პირი სამუშაო დღის განმავლობაში აღჭურვილი იქნება ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით.
ბავშვები ჯგუფის შიგნით დაიყოფიან ქვეჯგუფებად, რომლებსაც ერთმანეთთან მინიმალური შეხება ექნებათ, იგივე პრინციპით წარიმართება კვების პროცესი. აიკრძალა მაშტაბური ღონისძიებები, ზეიმების, ფესტივალების ჩატარება. ასევე, აკრძალულია სხვადასხვა ჯგუფი ბავშვების შერევა საგანმანათლებლო აქტივობების ან/და კვების დროს. კარგი ამინდების შემთხვევაში კი სააღმზრდელო პროცესი ეზოში გადაინაცვლებს.
სამზარეულოებში ჭურჭელი სამგანყოფილებიან ნიჟარაში, 65 გრადუს ცელსიუსის ტემპერატურის წყალში გაირეცხება, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება მოუწევთ დისტრიბუტორებსაც. მშობლები ბავშვების გაყვანასაც მხოლოდ მათთვის განსაზღვრულ დროის მონაკვეთში შეძლებენ”, – განუცხადეს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში“აიპრესს”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად