თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიხეილ კალანდიას სარჩელის განხილვა გაიმართება

თბილისის სააპელაციო სასამართლო დღეს, დავით სარალიძის განზრახ, ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას სარჩელს განიხილავს.

მსჯავრდებული მიხეილ კალანდია 2020 წლის 18 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიღებუს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს და ყველა მტკიცებულები ხელახლა გამოკვლევას ითხოვს.

2019 წლის 4 ივნისს შსს-მ დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით მიხეილ კალანდია დააკავა, რასაც 17 თვეზე მეტი ითხოვდა მოკლულის მამა, ზაზა სარალიძე ითხოვდა.

შეგახსენებთ, თბილისის №51 სკოლის მოსწავლის, დავით სარალიძის განზრახ, ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ კალანდიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 11 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად