თბილისის ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით მოირეცხა (ფოტორეპორტაჟი)

დეზინფექცია ჩატარდა საზოგადოებრივი თავშეყრის ძირითად ადგილებში, სადაც გაჩერებები და მეტროსადგურის ამოსასვლელებია.

ღონისძიება რამდენიმე დღე გასტანს და მას თბილისის მერია და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტო ერთობლივად ახორციელებს.

სადეზინფექციო სამუშაოები სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალური ტექნიკის და სპეციალისტთა ჯგუფების საშუალებით ჩატარდება.

სპეციალური სადეზინფექციო ხსნარები დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ არის რეკომენდებული და აბსოლუტურად უვნებელია მოსახლეობისთვის.

ღონისძიება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ტარდება და კორონავირუსის გავრცელების რისკის მინიმუმადე შემცირებას ისახავს მიზნად.

შეგახსენებთ, ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 70 შემთხვევაა, აქედან 2 ავსტრიის მოქალაქეა. მათ შორის გამოჯანმრთელებული – 9 პავიენტია. კარანტინის რეჟიმში  4055 ადამიანია, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 252 პირია.

პ.ს. ფოტოები “თბილისის მერიამ” მოგვაწოდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად