თბილისის ქუჩები და გამზირები, სადაც ველო ბილიკები იქნება

თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ურბანული მართვისა და განვითარების ჯგუფმა ველო ქსელის განვითარების კონცეფციაზე მუშაობა დაიწყო.

როგორც არქიტექტურის სამსახურში აცხადებენ, კონცეფციაზე მუშაობა ბოლო პერიოდში ველო მოყვარულთა გაზრდილი რაოდენობის გათვალისწინებით და ეკოლოგიურად ჯანმრთელი გადაადგილების სატრანსპორტო საშუალება – ველოსიპედის წახალისების მიზნით დაიწყო.

კონცეფციის თანახმად, ველო ქსელის განვითარება საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებთ, ეტაპობრივად განხორციელდება:

გადაადგილების ძირითად მარშრუტებზე უსაფრთხო ბილიკების ფორმირება;

პარკირების ადგილების მოწყობა;

დამხმარე მარშრუტებზე უსაფრთხო ბილიკების ფორმირება;

დედაქალაქის გარე სარეკრეაციო ტერიტორიებზე ბილიკების ფორმირება;

მიწისქვეშა საზოგადოებრივი ტრანსპორტში ველოსიპედების გადატანის დაშვება;

მიწისზედა საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღჭურვა ველო დამჭერებით;

სატრანსპორტო მოძრაობის თანდათანობით რეორგანიზაცია ველოტრანსპორტის სასარგებლოდ.

არქიტექტურის სამსახურის ინფორმაციით, ველო ქსელის ფორმირების გამოწვევებს შორის არის:

ხელმისაწვდომობა (მისი ნებისმიერ დროს და ნებისმიერი პირის მიერ გამოყენების შესაძლებელობა);

პრაქტიკულობა (ველოსიპედისთვის მისაღები რელიეფი, კავშირების სიმრავლე, გადაადგილების მოკლე მანძილები …);

უსაფრთხოება (დაცული ბილი და პარკირება, საავტომობილო მოძრაობისგან გამოყოფილი ზოლი).

„ყველა ამ გამოწვევაზე პასუხი განაპირობებს მარშრუტების და ველო ბილიკების სიცოცხლისუნარიანობა, რაც პირდაპირ გამომდინარეობს მარშრუტზე მიზიდულობის ცენტრების და წერტილების არსებობიდან. 

მიზიდულობის ცენტრებად/წერტილებად მარშრუტების ბოლოს და გასწვრივ იდენტიფიცირებულია შემდეგი ობიექტები:

1. მსხვილი სარეკრეაციო სივრცეები;
2. სასკოლო და საუნივერსიტეტო დაწესებულები;
3. სავაჭრო და საქმიანი დაწესებულებები;
4. საზოგადოებრივი კვების ობიექტები;
5. საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებები“, – აცხადებენ არქიტექტურის სამსახურში.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებთ, გამოიკვეთა ცენტრალური უბნების ძირითადი გამზირები და ქუჩები. ველო ქსელის ძირითად მარშრუტებში გამოიყო სამი უბანი:

ვაჟა ფშაველას გამზ. <> ქავთარაძის ქ. <> ყაზბეგის გამზ. <> პეკინის გამზ; 

ჭავჭავაძის გამზ. <> მელიქიშვილის გამზ. <> რუსთაველის გამზ. <> თავისუფლების მოედანი <> პუშკინის ქ. <> შავთელის ქ. <> ერეკლე II ქ;
ზაარბრიუკენის მოედანი <> აღმაშენებლის გამზ.

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად