თბილისის ყოფილი პროკურორი: სუბელიანის შვილის დაკითხვამ მისცა ბიძგი გამოძიებას, მან გახსნა საქმე

ქალაქ თბილისის ყოფილმა პროკურორმა მიხეილ შეყულაშვილმა, ხორავას ქუჩაზე მომხდარი №51 სკოლის მოსწავლეების ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიასთან ახსნა-განმარტების დროს დეტალურად ისაუბრა 2017 წლის 1 დეკემბერს, როგორ შეხვდა მას მთავარი პროკურატური ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანი.

მისივე თქმით, "მირზა სუბელიანი შვილის დაკითხვამ მისცა ბიძგი გამოძიებას და მან გახსნა საქმე". თბილისის ყოფილი პროკურორი კი 2017 წლის 1 დეკემბერს ასე იხსენებს: 

„16:15 წუთზე შემოდის ზარი, ვკითხე რომელი ხარ? თავიდან ვერ ვიცანი, ვერ მივხვდი რომ მირზა იყო… ვუპასუხე, არ მცალი მირზა, 51-ე სკოლის ამბავზე ვარ გადართული და მერე დავილაპარკოთ. ჩემდა მოულოდნელად მეუბნება, ზუსტად ამ საკითხზე მინდოდა შეხვედრა… ვგრძნობდი, რომ რაღაც ინფორმაცი აქვს და ვუთხარი, მოდი სასწრაფოდ… დაახლოებით 16:35 წუთზე მოდის ჩემთან, ქალაქ თბილისის პროკურტურაში. შემოდის, გაფითრებულია, დაბნეულია. ვსვამ მაგიდასთან და ვეკითხები რა ხდება? მეუბნება, 51-სკოლასთან რომ მოხდა უბედურება, ეს ჩემი შვილის და მისი მეგობრის ჩაგვრის გამო მოხდა, მერე ჩემმა შვილმა გადაურეკა დეიდაშვილს, რომელმაც თავისი მეგობრები წამოიყვანა, გავიდნენ სადღაც სკვერზე, სადაც მოხდა ეს ჩხუბი და ეს უბედურება… მე შევატრიალე კითხვა, იყო თუ არა მისი შვილი უშუალოდ მკვლელობაში თანამონაწილე და იცოდა თუ არა ვინ იხმარა დანა, რაზე მიპასუხა, ჩემი შვილი თანამონაწილე არ ყოფილა და არ იცოდა ვინ იხმარა დანა. 

სუბელიანმა მითხრა, ვარ დაბნეული და მირჩიე რა გავაკეთო. ამის შემდეგ ვუტრიალებ კითხვას და ვეკითხები, მირზა შენი შვილი არის მკვლელობაში გარეული, თუ არ არის და ვის ეჭირა დანა?! მიპასუხა, მე შვილი ისე არ გამიზრდია რომ უშუალოდ მკვლელობაში იყოს გარეული. ხოლო, ვინ იხმარა დანა არ ვიცი. 3-ჯერ შევუტრიალე კითხვა და სამჯერვე მივიღე ანალოგიური პასუხი. ვხვდები, რომ შემდგომში კითხვების დასმას აზრი აღარ აქვს, ვეუბნები ასეთ ტექსტს. მირზა, გარდაცვლილია ჩემი შვილის მეგობარი(ლევან დადუნაშვილი), ჩათვალე რომ ჩემი შვილია გარდაცვლილი… ეხლავე ჯდები მანქანაში და შვილთან ერთად მიდიხარ პოლიციაში და აძლევ სრულ ჩვენებას. ამის შემდეგ მირზა სუბელიანი არაფერს ამბობს, ტრიალდება და ტოვებს შენობას. 

…ვიღებ ყურმილს და 16:45 წუთზე ამის შესახებ საქმის კურსში ვაყენებ მთავარ პროკურორს და ვუყვები ჩვენი საუბრის შინაარს. ასევე, ვუკავშირდები კურატორ მოადგილეს (გიორგი გაბიტაშვილი) და მასაც ვეუბნები მირზას ვიზიტის შესახებ. ვეუბნები რომ პოლიციაში გავაგზავნე. ამ მომენტისთვის პოლიციას არც ვერსიები ჰქონდა დალაგებული, არც პირები იცოდნენ ვინ მონაწილეობდა ამ ჩხუბში(შეიძლება ერთი-ორი სცოდნოდათ) და ამის გამო ვითვალისწიენდი, რომ უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას ფლობდა მირზ სუბელიანის შვილი, მირზას მონაყოლიდან გამომდინარე. … დავურეკე ჩემს მოადგილე გაბოძეს და მოვუყევი მირზას ვიზიტის შესახებ და ვუთხარი გაეკონტროლებინა და სრულყოფილი ინფორმაცი ამოგვეღო ამ ბავშვისგან. ამის შემდეგ ვეცადე ქალაქის პოლიციის უფროსთან დაკავშირებას, ვერ დავუკავშირდი და მოადგილეს ნიკა სამარღანიშვილს დავურეკე და ვუთხარი, რომ მოვიდოდა მირზა სუბელიანი, მის შვილს ჰქონდა სერიოზული ინფორმაციები, ავუხსენი სიტუაცია და გაეკონტროლებინა დაკითხვა, ნორმალურად, წესიერად ამოგვეღო სრული ინფორმაცია ამ ბავშვისგან. ამის შემდეგ კონტაქტი აღარ მქონია“, – განაცხადა მიხეილ შეყულაშვილმა. 

ცნობისთვის დღეს კომისი დადანუაშვილისა და სარალიძის მკველობის საქმეზე მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსის გიორგი გაბოძეს და მთავარი პროკურატურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, დაზვერვის სამსახურში და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სასაზღვრო პოლიციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მიხეილ შაყულაშვილის ოფიციალური ახსნა-განმარტების ისმენს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად