თბილისის მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგა 2019-ის ფინალი გაიმართა

თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით და ა(ა)იპ სპორტის მართვის მეთოდოლოგიისა და ტექნოლოგიების ასოციაციის ორგანიზებით, 150-ე საჯარო სკოლასა და 207-ე საჯარო სკოლას შორის, “თბილისის მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგა 2019’’-ს ფინალი გაიმართა. ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

პროექტში, რომლის მიზანი  მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა და სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა, მონაწილეობა თბილისის 32 საჯარო სკოლის 400-მდე მოსწავლემ მიიღო.

მსგავსი ტიპის ღონისძიება ლიგისა და ფლეიოფის გაერთიანებული სისტემით და ელექტრონული ტექნოლოგიების აქტიური გამოყენებით პირველად ჩატარდა. ტურნირი თბილისის სამ რაიონში, 8 ივნისიდან – 10 ივლისის ჩათვლით მიმდინარეობდა.

,,თბილისის სასკოლო ლიგა დასრულდა.  ეს ჩემპიონატი დედაქალაქში პირველად გაიმართა და ახალგაზრდებსა და სკოლის მოსწავლეებში  დიდი გამოხმაურება მოყვა ’’,- განაცხადა თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ჩაკვეტაძემ და პროექტში ფეხბურთის ფედერაციის,
დედაქალაქის მერიისა და სხვადასხვა ორგანიზაციების ჩართულობის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.

მისივე ინფორმაციით,  შექმნილია სპეციალური ვებ-გვერდი- www.sfl.ge . მომავალში კი კომისიის ინიციატივითა და მხარდაჭერით, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი.

,,ვფიქრობ, რომ  ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია მსგავს აქტივობებში  სკოლის მოსწავლეებისა და ახალგაზრდობის ჩართულობთ უნდა დავიწყოთ’’- განაცხადაბ გიორგი  ჩაკვეტაძემ.

ღონისძიების დასასრულს კი, ფინალისტები და სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები საზეიმოდ დააჯილდოვეს.
ტურნირის ფინალურ მატჩს და დაჯილდოების ცერემონიალს  თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე – გიორგი ტყემალაძე, მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი – ირაკლი გვილავა, თბილისის საკრებულოს დეპუტატები, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად