თბილისის მეტროს პირველმა ხაზმა მუშაობა შეაჩერა

თბილისის მეტროს პირველი ხაზის მუშაობა შეჩერებულია. როგორც თბილისის სატრანსპორტო სამსახურში “აიპრესს” განუცხადეს, მოძრავ მატარებელს ტექნიკური ხარვეზი შეექმნა, რის გამოც მისი ჩიხში შეყვანა გახდა აუცილებელი.

კომპანიის ინფორმაციით, პირველი ხაზის ყველა სადგურზე მგზავრთა მიღება შეჩერებულია, არსებული პრობლემა კი რამდენიმე წუთში აღმოიფხვრება.

“ტექნიკური ხარვეზი შეექმნა მოძრავ შემადგენლობას სადგურის მოედანზე. შესაბამისად საჭირო გახდა მისი ჩიხში შეყვანა, ჩიხში შეყვანის პროცედურებს აქვს თავის სპეციიკა, უნდა დაინიშნოს დამხმარე მატარებელი. ჩიხში როგორც კი შევიყვანთ ამ მატარებელს თბილისის მეტროს პირველ ხაზზე სრულად აღდგება მოძრაობა. ამ წუთას პირველ ხაზზე მთლიანად ყველა სადგურზე შევწყვიტეთ მგზავრების მიღება, დაახლოებით 10 წუთი დაჭირდება ამ ხარვეზის აღმოფხვრას”, – განგვიცხადეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.

პირველ ხაზზე არსებული პრობლემის მიუხედავად, მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს საბურთალოს ხაზი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...