თბილისის მეტროს 20 მემანქანეს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც “აიპრესთან” შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, თბილისის მეტროში დასაქმებულია 220 მემანქანე, შესაბამისად მეტროს მუშაობას საფრთხე არ ემუქრება.
“ვირუსი დაუდგინდა 20-მდე მემანქანეს. სატრანსპორტო კომპანიაში მუდმივად კეთდება ტესტირება საეჭვო სიმპტომების გამოვლენისას, კონტაქტების მოძიება და თვითიზოლაციაში გადაყვანა. მეტროს მუშაობას საფრთხე არ ემუქრება, ვინაიდან კომპანიას გააჩნია საკმარისი ადამიანური რესურსი, რომ დროულად მოხდეს ჩანაცვლება”, – განუცხადეს “აიპრესს” შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.