თბილისის მეტროპოლიტენი დღეიდან დილის 6.00 საათიდან ღამის 12.00 საათამდე იმუშავებს

თბილისის მეტროპოლიტენი მუშაობას ჩვეულ რეჟიმს დღეიდან უბრუნდება და დილის 6.00 საათიდან ღამის 12.00 საათამდე იმუშავებს.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, 2019 წლის 1 ივლისიდან დღემდე მეტროპოლიტენის ერთი საათით ადრე მუშაობის შეჩერება ენერგოუსაფრთხოების და სავენტილაციო სისტემების რეაბილიტაციას უკავშირდებოდა, რომელიც უკვე დასრულდა.

სრულად შეიცვალა 550 კმ მოძველებული ძალოვანი სადენები და დამონტაჟდა ევროპული სტანდარტის 32 გამნიავებელი.

შპს “თბილისის სატრანსპორტო კომპანიის” მედიასთან ურთიერთობის მენეჯერის თამაზ რობაქიძის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში დემონტაჟი განხორცილდა 28 ძველი სავენტილაციო სისტემის და მათ ნაცვლად განთავსდა, სრულად ახალი, ევროპული სტანდარტის 32 სავენტილაციო სისტემა. აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვნად გაზრდის მეტროს უსაფრთხოებას და შეუფერხებელ მოძრაობას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად