თბილისის მერმა კლინიკა დატოვა

თბილისის მერმა კახა კალაძემ ერთკვირიანი გამოკვლევების შემდეგ კლინიკის დატოვა – ამის შესახებ თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მანანა თოქმაჯიშვილი ფეისბუქში წერს და ფოტოს აქვეყნებს.

შეგახსენებთ, აუდიოლოგიის ეროვნული ცენტრის ნეიროოტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ ეკატერინე ხარხელის მიერ მას დაუდგინდა საბოლოო დიაგნოზი- იშემიური გენეზის კოხლეო-ვესტიბულური დისფუნქცია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...