თბილისის მერმა “არქიტექტურული პრემია-2016”-ის გამარჯვებულები დააჯილდოვა

"საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციის", ჟურნალის „სტილი“ ორგანიზებითა და და თბილისის მერიის მხარდაჭერით, არქიტექტურის მეხუთე საერთაშორისო ფესიტივალი გაიმართა. 

საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსის დაჯილდოების ღონისძიება, „არქიტექტურული პრემია-2016„ თბილისობის“ ფარგლებში, სასტუმრო „რედისონ ბლუში“ გაიმართა. ღონისძიებას თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრო და კონკურსის ნომინაციებში გამარჯვებულ საუკეთესო არქიტექტურული და დიზაინერული ნამუშევრების ავტორებს „არქიტექტურული პრემია- 2016“-ის ლაურეატის დიპლომები გადასცა.

საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობდა 107 ქართველი და უცხოელი არქიტექტორი იტალიიდან, უკრაინიდან, პოლონეთიდან, ესპანეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან და ინდოეთიდან. კონკურსზე წარმოდგენილი 108 საკონკურსო ნამუშევარი საერთაშორისო ჟიურიმ შეაფასა.

"არქიტექტურული პრემია 2016” მიენიჭათ არქიტექტორებსა და დიზაინერებს, სხვადასხვა ნომინაციაში – ქალაქგეგმარებით, არქიტექტურის, რესტავრაცია-რეკონსტრუქციის, მწვანე არქიტექტურის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ან კომპლექსისა და ინტერიერის დიზაინის სფეროში განხორციელებული თუ განსახორციელებელი საუკეთესო პროექტებისათვის.

საერთაშორისო კონკურსის მიზანი საუკეთესო პროექტების წარმოჩენა და იმ დიზაინერებისა და არქიტექტორების წახალისებაა, რომლებსაც გარკვეული წვლილი შეაქვთ არქიტექტურის განვითარებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად