თბილისის მერის მოადგილე: საპრემიო ფონდი 1,5 მილიონით შევამცირეთ

თბილისის მერის მოადგილე გიორგი ხელაია უარყოფს, რომ ადმინისტრაციული ხარჯები იზრდება.

“ის განცხადება, რომ ადმინისტრაციული ხარჯები იზრდება, არის აფსურდი. ბიუჯეტში შავით თეთრზე წერია, რომ თანამშრომელთა ანაზღაურების ფონდი 39 მილიონის ფარგლებში რჩება. არანაირი ანაზღაურების ზრდა არ იგეგმება. ქამრების შემოჭერის პოლიტიკის ნაწილში, საპრემიო ფონდი 1,5 მილიონით შევამცირეთ.

მთლიანობაში, როგორც მერიას, ასევე საკრებულოს მივლინების, საწვავისა და წარმომადგენლობითი ხარჯები გვიმცირდება. ერთადერთი, რაზეც დამატებითი ხარჯები გავითვალისწინეთ, არის მერიაში მოქალაქეთა მისაღების კეთილმოწყობა, რომ მოქალაქეებმა, მათ შორის შშმ პირებმა, სერვისების უკეთ მიღება შეძლონ,” – განაცხადა გიორგი ხელაიამ გადაცემა "20/30"-ში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...