თბილისის მერიის სასერვერო ინფრასტრუქტურა 21 სექტემბრის 21:00 საათიდან 22 სექტემბრის 09:00 საათამდე გაითიშება

ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.

“ტექნიკური სამუშაოების გამო, 21 სექტემბრის 21:00 საათიდან 22 სექტემბრის 09:00 საათამდე სრულად გაითიშება მერიის სასერვერო ინფრასტრუქტურა. აღნიშნულის შედეგად ვერ იმუშავებს მუნიციპალური ცხელი ხაზი.

ამ პერიოდის განმავლობაში მერიის დისტანციური მომსახურების სამსახურის თანამშრომლები პირადი ტელეფონებით კონტაქტზე იქნებიან მხოლოდ საპატრულო და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურებთან.

ქალაქ თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!”,  – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად