თბილისის მერიაში ენერგეტიკის განვითარების საინფორმაციო ცენტრი შეიქმნება

ენერგეტიკის სამინისტროს, ქ. თბილისის მერიასა და  ეევროკავშირის პროგრამა INOGATE-ს შორის მდგრადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის სინფორმაციო ცენტრის შექმნის თაობაზე მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და თბილისის მერმა მოაწერეს, ევროკავშირის მხრიდან დოკუმენტს ხელი ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა მოაწერეს.

ცენტრი  სადემონსტრაციო ფიზიკური სივრცის შექმნას გულისხმობს. ნებისმიერ პირს ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენების შესახებ ინფორმაციის და კონსულტაციების მიღება შეეძლება.

არსებული ცნობით ცენტრის შექმნამ ხელი უნდა შეუწყოს მდგრადი ენერგეტიკის განვითარებას, განახლებადი ენერგორესურსების ათვისებას და ენერგოეფექტურობის დონის ამაღლებას.

მდგრადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის სინფორმაციო ცენტრი შემოდგომაზე გაიხსნება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად