თბილისის მერიამ ვაკის პარკის კასკადისა და შადრევნების რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე ხელშეკრულება გააფორმა

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული კასკადისა და შადრევნების რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე შპს „ელემსისთან“ ხელშეკრულება გააფორმა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„ეს არის გამარჯვებული კომპანია, რომელიც მოახდენს არსებული კასკადის საპროექტო დოკუმენტაციის წარმოდგენას, რომელიც ზაფხულის ბოლოსთვის უნდა იყოს წარმოდგენილი. აღნიშნული შესყიდვის ფარგლებში დამუშავდება კასკადისა და შადრევნების როგორც არქიტექტურული, ასევე საინჟინრო პროექტები. მნიშვნელოვანია, რომ პროექტირების შედეგად ობიექტის პირვანდელი სახე იქნას შენარჩუნებული“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში კასკადისა და შადრევნების წყლით უზრუნველყოფის სხვადასხვა ალტერნატივა იქნება განხილული

„ასევე, საუბარი არის ვერეს ხეობიდან წყლის ამოღებაზე, რათა კასკადმა უპრობლემოდ შეძლოს ფუნქციონირება. ეს ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება, თუმცა შესწავლა მიმდინარეობს და ცოტა მოგვიანებით მოგაწოდებთ ინფორმაციას ამ კვლევაზე. როგორც იცით, ეს არის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კასკადი. საკმაოდ რთული კონსტრუქციაა, რომელიც სამწუხაროდ მოუვლელობის გამო, უკვე წლებია არ მუშაობს და ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.”-განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად