თბილისის მერიამ სოციალური პროგრამის ფარგლებში, 24 პაციენტს დაუფინანსა ღვიძლის გადანერგვა

“მე, როგორც თბილისის მერი, ვალდებული ვარ, მოსახლეობას ჩავაბარო ანგარიში, თუ რა გაკეთდა ბოლო წლების განმავლობაში სოციალური პოლიტიკის მიმართულებით” – თბილისის მერი, კახა კალაძე თბილისის მოსახლეობას ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებული პოლიტიკის შესახებ ანგარიშს აბარებს.

“რაც შეეხება ბოლო წლებში გაწეულ საქმიანობას, მერიისა და გამგეობების პროგრამებით, 2 მილიონზე მეტი მოთხოვნა იქნა დაკმაყოფილებული. თანხობრივად მილიარდზე მეტი ლარი დაიხარჯა ამ სამი წლის განმავლობაში. დავნერგეთ ახალი პროგრამები და გავაუმჯობესეთ არსებული” – განაცხადა კახა კალაძემ

თბილისის მერის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფოსთვის ადამიანის ჯანმრთელობაა.

დედაქალაქში 2018-2021 წლებში, მერიისა და გამგეობების პროგრამებით, მოქალაქეთა ორ მილიონზე მეტი მოთხოვნა დაკმაყოფილდა, რისთვისაც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მილიარდზე მეტი ლარი დაიხარჯა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა და საზოგადოებას თბილისის სოციალური პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარუდგინა.

როგორც მან აღნიშნა, სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რადგან სახელმწიფო ვერ ჩაითვლება სახელმწიფოდ, თუ მან საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე არ იზრუნა.

“ბოლო წლების განმავლობაში, ამ მიმართულებით გადაიდგა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები. ეს მხარდაჭერა მომავალშიც უნდა გაგრძელდეს და აუცილებლად გაგრძელდება, რადგან სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს ადამიანები, რომლებსაც ეს თანადგომა ისევ სჭირდებათ.

ჩვენ გვახსოვს წლები, როდესაც ადამიანებს გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისთვის ჭირდებოდათ სახლის გაყიდვა, სოფლებში ჭირდებოდათ საქონლის გაყიდვა.” – განაცხადა თბილისის მერმა.

წარმოდგენილი პრეზენტაციის მიხედვით, 2018-2021 წლებში, ტრანსპლანტაციის“ პროგრამის ფარგლებში 259 პაციენტი დაფინანსდა. აქედან, ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების გადანერგვისა და მასთან დაკავშირებული კვლევები – დაფინანსდა 235 შემთხვევა. დაფინანსება 10 000 -დან 235 000-ლარამდე

2018 წ – 2021 წლებში  – ღვიძლის გადანერგვა 24 პაციენტს დაუფინანსდა. ერთ მოქალაქეს ღვიძლის ტრანსპლანტაციას
70 000 ლარით უფინანსდება.

რაც შეეხება ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებულ სხვა პროგრამებს:

2018–2021 წლებში, ჯანდაცვის მიმართულებით, სამი ახალი პროგრამა დაინერგა:

• „ტრანსპლანტაციის პროგრამის“ ღვიძლის გადანერგვის კომპონენტი;

• „დაავადებათა სკრინინგის პროგრამის“ ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვის კომპონენტი: ფილიალების დამატება, ყველა ფილიალის თანამედროვე აპარატურით აღჭურვა (2 000 000 ₾ – მდე ინვესტიცია);

• „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების პროგრამა“; 2018-2021 წლებში: •

„ტრანსპლანტაციის“ პროგრამის ფარგლებში 259 პაციენტი დაფინანსდა;

• გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების პროგრამით, 2020 წლიდან მომსახურებას იღებს 87 პაციენტი;

• ერთი პაციენტისთვის – წელიწადში 25 000 ლარია გამოყოფილი;

• ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების პროგრამით ძვირადღირებული პრეპარატები მიიღო 397-მა პაციენტმა;

• აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაცის პროგრამით სარგებლობს – 1 375 პირი (ბიუჯეტი- 5 000 000 ₾), მზარდი დაფინანსების ხარჯზე ყოველწლიურად მცირდება მომლოდინეთა რაოდენობა; 2018-2021 წლებში:

კომენტარები
იტვირთება...