თბილისის მერიამ ღვიძლის ტრანსპლანტაცია 7 პაციენტს დაუფინანსა

დედაქალაქის მერიის დაფინანსებით, ღვიძლის ტრანსპლანტაცია შვიდ პაციენტს ჩაუტარდა. აღნიშნულ პროგრამას მუნიციპალიტეტი მიმდინარე წლის იანვრიდან ახორციელებს.

ერთი პაციენტის დასაფინანსებლად თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური 60 000 ლარს გამოყოფს.

ამ დროისთვის, მსგავსი ოპერაცია შვიდ ადამიანს დაუფინანსდა და ყველა შემთხვევაში, ღვიძლის გადანერგვა წარმატებით განხორციელდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ღვიძლის ტრანსპლანტაციის პროგრამის ამოქმედება დედაქალაქის მერის კახა კალაძის წინასაარჩევნო დაპირება იყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად