თბილისის მერიამ “ბეგის” ქანდაკების ესკიზები წარადგინა (ფოტორეპორტაჟი)

თბილისის მერიამ საზოგადოებას 13 ივნისის სიმბოლოს, ჰიპოპოტამ „ბეგის“ ქანდაკების ესკიზები წარუდგინა

თბილისის მერიამ საზოგადოებას 13 ივნისის სიმბოლოს, ჰიპოპოტამ „ბეგის“ ქანდაკების ესკიზები წარუდგინა. ესკიზების გამოფენას დედაქალაქის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია დაესწრო. მისი თქმით, წარმოდგენილ 14 ესკიზს ჟიური ორშაბათამდე შეაფასებს.

 

„ჰიპოპოტამის ესკიზები 2 კვირის განმავლობაში წარმოდგენილი იყო თბილისის მერიაში, საჯარო სივრცეში. ნებისმიერ მსურველს შეეძლო, შეეფასებინა თავისი რჩეული ნამუშევარი და ამასთან დაკავშირებით  ჩანაწერი გაეკეთებინა სპეციალურ წიგნში. დღეს, ამასთან დაკავშირებით გვექნება  ჟიურის შეფასება. ორშაბათამდეა ვადა იმისთვის, რომ ჟიურიმ იმსჯელოს და შეჯერდეს კონკრეტულ ნამუშევარზე.”,-განაცხადა ხუნწარიამ.

 

 

 

ინფორმაციას ამის შესახებ, თბილისის მერია ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...