თბილისის მერიამ 21 ოჯახს საცხოვრებელი ფართი აჩუქა

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მერია კვლავ აგრძელებს იმ ადამიანების გახარებას, რომლებმაც ბიუროკრატიული მიზეზებით წლების განმავლობაში საცხოვრებელი ფართები ვერ დაიკანონეს.

“მერია განაგრძობს სიმბოლურ ფასად საცხოვრებელი ფართების დაკანონებას იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც წლების განმავლობაში ეს პრობლემა აწუხებდათ.
თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეს დიდი დიღმის II მ/რ კორპუს N27ა-ში მცხოვრებ 21 ოჯახს და მელაანის V შესახვევის N20-ში მცხოვრებ ერთ ოჯახს საცხოვრებელი ფართები ერთ ლარად გადაეცემათ”,- განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...