თბილისის მერიამ, 2018-2020 წლებში 95 000 ხე და ბუჩქი დარგო და 23 მწვანე კუნძული მოაწყო ბეტონის გზაგამყოფის ნაცვლად

რამდენი ხე დარგო თბილისის მეროამ 2018-2020 წლებში და რამდენი შეწამლა? რამდენი მწვანე გზაგამყოფი მოეწყო ბეტონის საფარის ნაცვლად? ამ კითხვებით მიმართა “აიპრესმა” მერიას.

როგორც თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური გვპასუხობს, დედაქალაქში მასშტაბურ გამწვანების სამუშაოები ხორციელდება.

2018 წლიდან დღემდე, დედაქალაქის მასშტაბით ჯამში, 95 000 ხე და ბუჩქი დაირგო.

გამწვანდა გზაგამყოფი კუნძულები, სადაც მოეწყო სარწყავი სისტემა, დაიგო ბალახი და დაირგო სხვადასხვა სახეობის მერქნიანი მცენარეები. ასევე, ბეტონის გზაგამყოფი კუნძულების დემონტაჟი და გამწვანებით ჩანაცვლების სამუშაოები განხორციელდა:

  • გმირთა მოედანზე არსებული გზაგამყოფი კუნძულები,
  • თამარ მეფის გამზირეზე არსებლი გზაგამყოფი კუძნულები,
  • თამარაშვილის გამზირზე არსებული კუნძულები,
  • გუდვილის წინ არსებული წრიული თარგი (მირიან მეფის და ფარნავაზის კვეთა),
  • ასათიანებისა და ბახტრიონის ქუჩის კვეთაზე არსებული კუნძულები,
  • ცაბაძისა და წერეთლის ქუჩების კვეთაზე არსებული კუნძულები,
  • მარცხენა სანაპიროსა და აგლაძის ქუჩის კვეთაზე,
  • ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების კვეთა;
  • შანდორ პეტეფის ქუჩაზე არსებული კუნძულები;
  • მეტრო ისანის მიმდებარედ და ფეიქრების ქუჩაზე არსებული გზაგამყოფი კუნძულები.
  • ვარკეთილის მეტროს წინ არსებული შუა გამყოფი კუნძულები;
  • წყნეთის გზატკეცილსა და ჩოლოყაშვილის გამზირთან არსებული შუა გამყოფი კუნძულები;
  • სააკაძის დაღმართი, ვ. ბაგრატიონის შუა გამყოფი კუნძულები;
  • დიდი დიღომი, ფარნავაზ მეფისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩების კვეთაზე არსებული შუა გამყოფი კუნძული;
  • ჯავახეთის ქუჩაზე არსებული გზა გამყოფ სამკუთხედ კუნძულზე;
  • ქინძმარაულის ქუჩაზე არსებული გზა გამყოფ კუნძულებზე;
  • დიდუბის მეტროსთან არსებულ გზა გამყოფ კუნძულზე;
  • ფეიქრების ქ. გლდანის ხიდებთან გზა გამყოფ კუნძულებზე;
  • ვარკეთილის ხიდებთან და ალიევის აღმართის მიმდებარედ არსებული კუნძულები,
  • კანდელაკის და ბუდაპეშტის ქუჩების კვეთაზე,
  • პეკინისა და ყაზბეგის გამზირის კვეთაზე არსებული კუნძულები;
  • მუხიანი, გობრონიძის ქუჩაზე არსებული წრიული კუნძული,
  • ბელიაშვილის და შეშელიძის ქუჩების კვეთაზე არსებული კუნძულები.

2018-2019 წლებში, ჩატარდა ფიტოსანიტარიული კვლევა და წამლობა 200-მდე მისამართზე. შეიწამლა 240 000 ხე და 30 700 ბუჩქი. 

სამსახურის მიერ, ქალაქ თბილისის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სატყეო ფართობების ინვენტარიზაციისა და მართვის გეგმის პროექტი შემუშავდა. 11 9000 ჰექტარ ფართობზე ჩატარდა ტყის ინვენტარიზაცია.

ასევე, კუს ტბის მიმდებარედ არსებულ ფერდობზე ტყის აღდგენა განხორციელდა. 6.9 ჰექტარ ფართობზე, მოეწყო სარწყავი სისტემა და სხვადასხვა სახეობის 7600 ნერგი  დაირგო.

დედაქალაქში, ამ ეტაპამდე ჰიდროთესვის პრინციპით 217 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაითესა ბალახი და 27 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგო ბალახი. ასევე, განახორციელდა ნიადაგის მულჩირების სამუშაოები. სხვადასხვა მისამართზე ჯამში, 10 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიყარა მულჩი.

2018 წლიდან დღემდე მიმდინარეობს ხმელი და ხმობადი ხეების სანიტარიული ჭრა. ამჟამად მოჭრილია  40 000-ზე მეტი დაავადებული ფიჭვის ხე.

სკვერების, ბაღების, პარკებისა და გამწვანებული თარგების რეაბილიტაცია:

  • რეაბილიტირდა წურწუმიას ქ. #4-ში მდებარე სკვერი.
  • რეაბილიტირდა გაბრიელ სალოსის 47-49-ს შორის არსებული სკვერი.
  • რეაბილირირდა გლდანის მე-6 მიკრორაიონის, მე-7 და მე-20 კორპუსებს შორის არსებული პარკი;
  • რეაბილიტირდა ვასო გოძიაშვილის პარკი;
  • რეაბილიტირდა ვარკეთილი 3-ის დასახლების, IIIა მ/რ-ში, N325 კორპუსის მიმდებარედ არსებული სკვერი;
  • რეაბილიტირდა ორხევის დასახლებაში არსებული სკვერი;
  • რეაბილიტირდა ვეტერანთა დასვენების და კულტურის პარკი;
  • რეაბილიტირდა ბუშის ქუჩის, კახეთის გზატკეცილის განაპირა ზოლებისა და მონუმენტი ,,ადამიანი და მზის“ მიმდებარედ არსებული თარგები.

ამჟამად მიმდინარეობს:

  • მოსკოვის გამზირზე არსებული, 2 კილომეტრიანი, შუა ზოლის რეაბილიტაცია;
  • ვაჟა-ფშაველას გამზირზე არსებული გზა გამყოფის მოწყობის სამუშაოები;
  • ტარას შევჩენკოს სახელობის სკვერის მოწყობა;
  • ჭავჭავაძის გამზ. N 23 -ის მიმდებარედ არსებული სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

დედაქალაქში, სხვადასხვა მისამართებზე არსებულ გამწვანებულ თარგებში სარწყავი სისტემის დამონტაჟების სამუშაოები განხორციელდა:

  • ხეთაგუროვის სკვერში, მერიის შენობის მიმდებარე თარგში, აგლაძის ქუჩისა და მარცხენა სანაპიროს კვეთაზე არსებულ თარგში,
  • დუმბაძის ქუჩაზე, ბაგებში წყნეთის გზატკეცილის მიმდებარედ არსებულ თარგში
  • ვაჟა-ფშაველას გამზირზე არსებულ თარგში, ა. ბაქრაძის ქუჩაზე არსებული შუა ზოლი,
  • მარშალ გელოვანის გამზირსა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს შორის არსებული გამწვანებული ფერდები (ა. ბაქრაძის ქუჩის მიმდებარედ),
  • დიდუბის ხიდის მიმდებარედ არსებული გამწვანებული ფერდები,
  • კახეთის გზატკეცილისა და ჯავახეთის ქუჩის კვეთაზე არსებული ფერდები (ვარკეთილის ხიდებთან),
  • ლევილის სანაპიროს მიმდებარედ არსებული საკმუთხედი კუნძული, ილია ჭავჭავაძის გამზირი,
  • ჟინვალის ქუჩაზე არსებული ფერდობი, ნ. ბარათაშვილის ხიდთან არსებული ფერდი,
  • ვაჟა-ფშაველას გამზირზე, სამედიცინო უნივერსიტეტთან არსებული ფერდი,
  • მაჭავარიანის ქუჩა (გოძიაშვილის ქუჩის მეორე შესახვევისა და მაჭავარიანის ქუჩის კვეთამდე), ვარკეთილი,
  • ალექსიძის ქუჩაზე არსებული განაპირა თარგები,
  • ცაბაძის ქუჩა, N2 შენობის მიმდებარედ არსებული თარგი,
  • მარშალ-გელოვანის გამზირზე, ესტაკადის მიმდებარე თარგები,
  • სარაჯიშვილის გამზ, გლდანის გამგეობის წინ არსებული გზაგამყოფი კუნძულები;
  • რობაქიძის გამზ. და ბელიაშვილის ქუჩის კვეთაზე არსებული კუნძულები;
  • ი ბერიტაშვილის და მ. მაჭავარიანი ქუჩების კვეთაზე არსებული წრიული კუნძული;
  • მ. გახოკიძის ქუჩაზე (ისთ ფოინთის მიმდებარედ) არსებული გზაგამყოფი კუნძულები;
  • მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე (ლევილის სანაპირო) არსებული გზის შუაგამყოფი ზოლი (სოკარის შენობის მიმდებარედ).

ამჯამად, გამწვანების სამუშაოები, ჟინვალის ქუჩის მიმდებარედ 5.7 ჰექტარზე არსებულ  ფერდობზე მიმდინარეობს. ტერიტორიაზე, ჯამში 9460 ძირი, არანაკლებ 1,5 მეტრი სიმაღლის სხვადასხვა სახეობის ხე დაირგვება. მწვანე ნარგავების დარგვის პროცესში ასევე, განხორციელდა ნოყიერი მიწის ნაზავის შეტანისა და სარწყავი სისტემის მოწყობის სამუშაოები.

მწვანე ნარგავების დარგვა, ასევე ევროპის ქუჩაზე, აღმაშენებლის ხეივანში, აღმაშენებლის ძეგლის მიმდებარედ თარგებში, ბაქრაძის ქუჩაზე, მტკვრის ორივე სანაპიროზე, ვაჟა-ფშაველას ძეგლის მიმდებარედ, მიცკევიჩის ქუჩაზე, ჭავჭავაძის გამზირზე და გლდანის რაიონის გამგებოს მიმდებარედ მიმდინარეობს. აღნიშნულ ტერიტორიებზე, სხვადასხვა სახეობის მწანე ნარგავი დაირგვება.

აღმაშენებლის №59ა-ში მდებარე 265 კვადრატული მეტრი ფართობის ვერტიკალური გამწვანების კედლის განახლება განხორციელდა. დაირგო 20 000-მდე მცირე ბუჩქი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად