თბილისის მერია: ტყუილია, თითქოს პენსიონერთა დასახმარებლად 200 ლარიან დახმარებას გავცემთ

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “აიპრესი” უცვლელად გთავაზობთ.

“დღეს, თბილისის მერიის სერვისცენტრს არაერთმა მოქალაქემ მიმართა. განცხადებების შემომტანთა უმრავლესობას წარმოადგენს საპენსიო ასაკის ხალხი. ისინი აცხადებენ, რომ სხვადასხვა წყაროდან მიიღეს ინფორმაცია, თითქოს თბილისის მერია პენსიონერთა დასახმარებლად არიგებს 200 ლარიან დახმარებას, ხოლო განცხადების ჩაბარების ბოლო ვადა არის 29 მაისი.

გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის სრული ტყუილი და დეზინფორმაცია. თბილისის მერიას არ აქვს მსგავსი დახმარების პროგრამა. რაც შეეხება პანდემიით დაზარალებულ მოქალაქეთა დახმარებას, ეს არის სამთავრობო პროგრამა, რის შესახებაც ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომია.

სამწუხაროა, რომ ასეთ რთულ ვითარებაში, სწორედ პენსიონერები გახდნენ მავანთა სამიზნე, რომელთა მოტყუების გზით ადგილი აქვს თბილისის მერიის დისკრედიტირების მცდელობას” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად