თბილისის მერია საზაფხულო ბანაკში მოსახვედრად რეგისტრაციას იწყებს

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენ წელსაც ტრადიციულად ვიწყებთ ახალგაზრდული პროექტების განხორციელებას, რომელთა მიზანია ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, ასევე, ახალგაზრდების გართობისა და აქტიური დასვენების ხელშეწყობა ზაფხულის პერიოდში. წელს მოეწყობა ბანაკები და ლაშქრობები. ბანაკები – ბაზალეთში, ხოლო ლაშქრობები თბილისის გარშემო. ბანაკების 4-დღიანი პროგრამა ითვალისწინებს განთავსებას, კვებას, ტრანსპორტირებას, სხვადასხვა ტიპის აქტივობებს, რაც შეეხება ლაშქრობებს, მათი ხანგრძლივობა იქნება 2 დღე.

ახალგაზრდები უზრუნველყოფილნი იქნებიან კარვებით, სალაშქრო აღჭურვილობით, კვებით, ინსტრუქტორთა მომსახურებით და ა.შ. ამ პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყება 20 ივლისს მერიის ვებგვერდზე და გაგრძელდება 30 ივლისამდე.

რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება თბილისის მერიის ვებ-გვერდზე. რაც შეეხება განხორციელების ვადებს, ესაა აგვისტო – სექტემბერის პერიოდი“, – განცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...