თბილისის მერია: საახალწლო გალაკონცერტში 201 მუსიკოს-შემსრულებელი მიიღებს მონაწილეობას

“საახალწლო გალაკონცერტი 31 დეკემბერს, 23:00 საათიდან პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება. კონცერტის წლევანდელი კონცეფცია კინომუსიკაზეა აგებული”, – ამის შესახებ თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

“გარდა ამისა, კონცერტზე შესრულდება საშობაო სიმღერები და ყველა დროის და ყველასთვის საყვარელი ჰიტები. თითქმის 4 საათიან კონცერტში 201 მუსიკოს-შემსრულებელი მიიღებს მონაწილებას, მათ შორისაა ამერიკული ბენდი „New York Voices”, ასევე, ქართველი შემსრულებლები – ლიზა ბაგრატიონი, მაია ჯაბუა, ეკა მამალაძე, ნატო მეტონიძე, შვიდკაცა, ნეკა სებისკვერაძე, გიორგი მახარაშვილი და ა.შ.

ღონისძიების მთავარი ღერძი იქნება ნიკოლოზ რაჭველი და ეროვნული სიმფონიური ორკესტრი”, – აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად