ამასთან დაკავშირებით თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს.
“დედაქალაქში ახალი საახალწლო განათებების მონტაჟი იწყება. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, დღეს, 00:00 საათიდან 07:00 საათამდე, რუსთაველის გამზირი, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან – თავისუფლების მოედნამდე გადაიკეტება.
სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.