თბილისის მერია ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების პრემია-დანამატებს ასაჯაროვებს

თბილისის მერია ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების პრემიებზე, დანამატებზე და ხელფასებზე მონაცემებს აქვეყნებს, საიდანაც ირკვევა, რომ 2013 და 2014 წლის ერთი და იგივე თვეში ყოფილმა მერმა მეტი თანხა აიღო, ვიდრე მოქმედმა. მერიის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის პერიოდში 01.08.2013-31.01.2014 თბილისის ყოფილმა მერმა დანამატების ჩათვლით მიიღო 41 473.50 ლარი. ხოლო 01.08.2014-31.01.2015 პერიოდში თბილისის მოქმედმა მერმა დანამატების ჩათვლით 18 921.00 ლარი.

"ინფორმაცია თბილისის მთავრობის ძველი და ახალი წევრების მიერ მიღებული პრემიებისა და არ წყდება პოლიტიკური სპეკულაცია და მიზანმიმართულად ცრუ ინფორმაციის გავრცელება თბილისის მერიის მაღალჩინოსნების ხელფასებისა და დანამატების შესახებ. იმისათვის, რომ საზოგადოება არ შევიდეს შეცდომაში და, ამავდროულად, ჰქონდეს ინფორმაცია, რეალურად რა ანაზღაურებას იღებენ თბილისის მთავრობის წევრები, თბილისის მერია ავრცელებს ოფიციალურ მონაცემებს 2014 წლის 1 აგვისტოდან 2015 წლის 31 იანვრის ჩათვლით თბილისის მთავრობის წევრების მიერ მიღებული შემოსავლების შესახებ. 

დედაქალაქის მთავრობამ 2014 წლის აგვისტოშივე მიიღო გადაწყვეტილება და უარი თქვა პრემიებზე, რომელიც წლების განმავლობაში გაიცემოდა მერიის მაღალჩინოსნებზე. გარდა ამისა, დარეგულირდა და სისტემაში მოექცა დანამატების გაცემის საკითხიც. თვალსაჩინოებისთვის, ვაქვეყნებთ ცხრილს, რომელშიც ნათლად ჩანს თბილისის მოქმედი მთავრობის წევრების მიერ 6 თვის განმავლობაში მიღებულ შემოსავალსა და 2013 წლის ამავე პერიოდში თბილისის ყოფილი თანამდებობის პირების მიერ მიღებულ ხელფასს, დანამატსა და პრემიას შორის სხვაობა”,-აცხადებენ თბილისის მერიაში.

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად