თბილისის მერია: “მოსკოვში ოლიმპიურ ფესტივალზე დასწრების მოსაწვევი არ გაგზავნილა”

თბილისის მერია ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის "თბილისი 2015" -ის მოსაწვევებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. რომელსაც "აიპრესი" უცვლელად გთავაზობთ. 

"ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის „თბილისი 2015“-ის ფარგლებში დედაქალაქის მერიაში ყველა მონაწილე ქვეყნის სახელზე მომზადდა მოსაწვევები. ეს იყო ოლიმპიური ღონისძიებების ორგანიზების პროცედურით გათვალისწინებული ტექნიკური მხარე. მოსაწვევები გადაიგზავნა საგარეო საქმეთა სამინისტროში. მერიის, როგორც მასპინძელი დედაქალაქის ფუნქციაა, მოსაწვევების დამზადება. დაგზავნის პროცედურას ახორციელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. მონაწილე ქვეყნებში მოსაწვევები უკვე გაგზავნილია. მოსკოვში ოლიმპიურ ფესტივალზე დასწრების მოსაწვევი არ გაგზავნილა" – ნათქვამია განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად